
კახა სხირტლაძე
მმართველი პარტნიორი / სამოქალაქო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი
კახა სხირტლაძე არის იურიდიული კომპანია „კეი ბი ლეგალის“ (KB LEGAL) მმართველი პარტნიორი და სამოქალაქო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი. მას აქვს სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და მის ანგარიშზე არაერთი წარმატებით დასრულებული, რთული სამოქალაქო საქმეა.
კახას გააჩნია ვიწრო და მაღალკვალიფიციური ექსპერტიზა სამედიცინო სამართალში, კერძოდ, ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) სფეროში. 2019 წლიდან 2025 წლამდე იგი იკავებდა ამ მიმართულების წამყვანი კლინიკის მთავარი იურისტის პოზიციას, ხოლო 2025 წლიდან დღემდე არის წამყვანი კლინიკა „ანიმას“ მთავარი იურისტი.
განათლება:
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) – სამართლის სკოლა (2018 წ.).
სამუშაო ენები:
- ქართული, ინგლისური, რუსული.
ბიჭიკო ლაშხია დამფუძვნებელი პარტნიორი / სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი
ბიჭიკო არის „კეი ბი ლეგალის“ (KB LEGAL) მმართველი პარტნიორი და სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი. იგი გახლავთ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, რომლის ძირითად პროფესიულ ფოკუსს წარმოადგენს სისხლის სამართალი. მის ანგარიშზეა უამრავი წარმატებით დასრულებული საქმე და კლიენტთა ინტერესების ეფექტიანი დაცვა.
ბიჭიკოს მიღებული აქვს მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილება წამყვან იურიდიულ პრაქტიკაში — 2021 წლიდან 2024 წლამდე იგი აქტიურად მოღვაწეობდა მიხეილ რამიშვილის საადვოკატო ოფისში. პროფესიული განვითარების ფარგლებში, მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში.
განათლება:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, სისხლის სამართლის მაგისტრის ხარისხი (2021 წ.).
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – სამართლის სკოლა (2018 წ.).
სამუშაო ენები:
- ქართული, ინგლისური.


მარიამ მოდებაძე საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი
მარიამი არის იურიდიული კომპანია „კეი ბი ლეგალის“ (KB LEGAL) გუნდის წევრი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი. იგი კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ სამართლებრივ მომსახურებას როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით.
მარიამს დაგროვილი აქვს მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება საადვოკატო პრაქტიკაში — 2022 წლიდან 2025 წლამდე იგი აქტიურად მოღვაწეობდა მიხეილ რამიშვილის საადვოკატო ოფისში, სადაც ჩართული იყო სხვადასხვა კატეგორიის კომპლექსურ სამართლებრივ დავებში.
განათლება:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა (მაგისტრანტი).
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) – სამართლის ფაკულტეტი (2018 წ.).
