ყველაფერი წლების წინ, უნივერსიტეტის აუდიტორიებში დაიწყო. ორი პირველ კურსელი მიხვდა , რომ სამართლისადმი საერთო ხედვა და ღირებულებები აკავშირებდათ. სტუდენტობის იმ დაუვიწყარ წლებში, გამოცდებისთვის ერთად მომზადებისას თუ პროფესიულ საკითხებზე დაუსრულებელი კამათისას, ერთი ოცნება დაგვებადა — შეგვექმნა სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი და ადამიანური ერთგულება ერთმანეთს შეხვდებოდა.

გვინდოდა ისეთი საადვოკატო ოფისის დაარსება, რომელიც მხოლოდ იურიდიულ მომსახურებას კი არ გასწევდა, არამედ იქნებოდა საიმედო დასაყრდენი თითოეული ადამიანისთვის. წლები გავიდა, დავაგროვეთ გამოცდილება, გადავლახეთ არაერთი სირთულე, მაგრამ ჩვენი სტუდენტური ოცნება უცვლელი დარჩა.

დღეს KB LEGAL სწორედ ამ მეგობრობისა და საერთო მიზნის ნაყოფია. ჩვენი ოფისი არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი — ეს არის ახდენილი ოცნება, მეგობრები კვლავ გვერდიგვერდ ვდგავართ, რათა დავიცვათ თქვენი უფლებები იმავე პრინციპულობით, რაზეც წლების წინ, უნივერსიტეტის კედლებში ვთანხმდებოდით.

TOP